გუბაზ სანიკიძე შესაძლოა, ვიცე სპიკერი გახდეს - ვის ჩაანაცვლებს მილიონზე მეოცნებე დეპუტატი

გუბაზ სანიკიძე შესაძლოა, ვიცე სპიკერი გახდეს - ვის ჩაანაცვლებს მილიონზე მეოცნებე დეპუტატი

პარლამენტის სპიკერატში "ეროვნულ ფორუმს" შესაძლოა, ვიცე სპიკერის თანამდებობა ერგოს. გამორიცხული არ არის, პარლამენტის ვიცე სპიკერი გუბაზ სანიკიძე გახდეს.

საუბარია ვიცე სპიკერის იმ ადგილზე, რომელიც უმრავლესობის კვოტით ოპოზიციაში გადასული "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს უკავია.

ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერობიდან გაწვევის საკითხი უმრავლესობის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ ბოლოს სხდომაზე დაისვა საკითხი სპიკერატში ადგილის "ეროვნული ფორუმისათვის" შეთავაზების შესახებ. პარლამენტში იმასაც ამბობენ, რომ ვიცე სპიკერის პოსტს თავად "ეროვნული ფორუმი" ითხოვს.

"ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი, დეპუტატი ანი მიროტაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას არ უარყოფს, რომ საკითხი პოლიტსაბჭოს დონეზე მსჯელობის საგანი იყო.

"როდესაც საუბარი იყო უმრავლესობიდან გასული პარტიის წარმომადგენლის ვიცე სპიკერობიდან გაწვევის თაობაზე, ჩემი ინფორმაციით, იყო შემოთავაზება და დაისვა საკითხი, თუ რას ფიქრობს "ეროვნული ფორუმი". ჩვენ ვთქვით, როგორც კოალიციის სრულფასოვანი სუბიექტი, თუკი თანამდებობის "ეროვნული ფორუმისათვის" შემოთავაზება მოხდება, ამაზე დავფიქრდებით. კონკრეტულად გუბაზ სანიკიძეზე საუბარი არ ყოფილა", - განმარტავს ანი მიროტაძე.

გუბაზ სანიკიძე პარლამენტის კავკასიის საკითხთა და დიასპორებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა.

დაგაინტერესებთ| რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე, რომელიც მილიონერობას აპირებდა - დეპუტატის დეკლარირებული ქონება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა