"უკრაინა დაბალი ღობეა თუ, როგორაა?" - რას პასუხობს სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის ელჩის დაბარებას

"უკრაინა დაბალი ღობეა თუ, როგორაა?" - რას პასუხობს სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის ელჩის დაბარებას

გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანში" მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის დაბარების და მისი დანიშვნის შემდეგ საქართველო-უკრაინის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

ინტერვიუს ყველა საინტერესო დეტალი იხილეთ ტეგზე: მიხეილ სააკაშვილი

"თქვენმა დანიშვნამ დმაატებითი ძვრები გამოიწვია ქართულ მთავრობაში. თამარ ბერუჩაშვილმა უკვე დაიბარა უკრაინის ელჩი და სავარაუდოდ დიპლომატიურ დემარშს ექნება ადგილი. ხომ არ თვლით, რომ ჩიხში შეიძლება შევიდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები თქვენი დანიშვნის შემდეგ, რაზეც თავიდანვე საუბრობდა საქართველოს მთავრობა?", - ამ კითხვით მიმართა სააკაშვილს გადაცემის წამყვანმა.

"მე მიშა უკლებას ყოველთვის ვიცნობდი, როგორც წესიერ კაცს და არ ვიცი, ეს როგორ უნდა გააკეთო. ყველა ჩემი მეგობარი ზის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ ხალხთან ერთად ვსწავლობდი. სხვადასხვა დონის თანამდებობებზე არიან. იძახიან, რომ თქვენი სამინისტროდან რეგულარულად მოდის წერილები და, არ დაგიმალავთ, ზოგიერთი მათგანის შინაარსიც გამაცნეს. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ჯერ მართლა არ მესმისც როგორ დაეცა დონე ასე უცებ. ამდენი წელი ვქმნიდით რაღაც კლასს ამ ყველაფრის.

რაც შეეხება უკრაინის ელჩის დაბარებას, მე ერთი რამე არ მესმის, უკრაინის ელჩით რატო დაიწყეს. ამას წინათ ევროპარლამენტმა მიმიწვია, საპატიო სტუმრის სტატისით, სტრასბურგში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე. თავიდან მარტო მე მიმიწვიეს, საქართველოდან არავინ არ მიდიოდა და მერე ატყდა ჩოჩქოლი და გამოაგზავნეს დელეგაცია, რომელმაც ჩათვალა საჭიროდ, რომ არც მომსალმებოდა, თითქოს ვინმე კეთროვანთან ჰქონდათ საქმე. ასე არ იქცევიან 21-ე საუკუნეში, რაც არ უნდა პოლიტიკური ოპონენტი იყოს. ერთია მათი რეაქცია, მეორე - ხალხის. შევხვდი რამდენიმე ევროპარლამენტარს, კომეიტეტების თავმჯდომარეებს და ა.შ. ევროპარლამენტმა რომ დამპატიჟა და ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე რომ გავფრინდი, სადაც მრგვალ მაგიდასთან იჯდა მერკელი, უამრავი პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე პრეზიდენტი, ამის შემდეგ, ევროპის კავშირის ელჩს რატომ არ მოუწყვეს დემარში? ეს ხომ ევროპის კავშირის ქმედებებია?!...

ან მაგალითად, მას შემდეგ რაც ჩემზე აღძრეს სისხლის სამრთლის საქმე და გააუქმეს ჩემი დიპლომატიური პასპორტები, ამ პასპორტებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ნებართვით, ამერიკის მთავრობამ ჩამირტყა რამდენიმე წლიანი სამუშაო ვიზა, რომელიც საშუალებას მაძლევს ვიმუშაო ამერიკაში, ვიყო დაუბრკოლებლად და ა.შ. ამერიკის ელჩს რატო არ იბარებენ? ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიწერა წერილი ინტერპოლს, სადაც გამოხატა სრული მხარდაჭერა ჩემს მიმართ. ნატოს ელჩს რატომ არ იბარებენ დემარშისთვის? უკრაინა დაბალი ღობეა თუ, როგორაა?", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ასევე: უკრაინის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა