მერიის სისტემაში 445 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

მერიის სისტემაში 445 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

ვაკანტურ თანამდებობებზე დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო მერიის სისტემაში თანამდებობიდან გათავისუფლდა 445 თანამშრომელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი .

როგორც მერიის პრესსპიკერმა განაცხადა, დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი. მისი თქმით, საკონკურსო საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და გამოსცა შესაბამისი ოქმი.

"მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1 033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორეზე – გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება", - განაცხადეს მერიაში.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტური ადგილების 40% ახალი კადრებით დაკომპლექტდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა