ანტისანიტარია და ნაგავი თბილისის საავადმყოფოების ეზოებში - მონიტორინგის შედეგები (+ვიდეო)

ანტისანიტარია და ნაგავი თბილისის საავადმყოფოების ეზოებში - მონიტორინგის შედეგები (+ვიდეო)

ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების

დასუფთავების ხარისხის მონიტორინგი ჩაატარა. ამის ამსახველი ვიდეომასალა ჯანდაცვის სამინისტროს "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შედეგები არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, რაც გახდა მიზეზი, სალიცენზიო პირობებს დაემატოს ახალი პუნქტი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას ავალდებულებს, მოაწესრიგოს საავადმყოფოს ტერიტორია და დაიცვას აუცილებელი სანიტარული პირობები.

კლინიკებში დაიწყება სპეციალური კითხვარების დარიგება, რეკომენდაციების გაცემა, რომელთა შესასრულებლად ერთი თვის ვადა მიეცემათ. მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კლინიკას დაეკისრება ჯარიმა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია