რას პასუხობს სააკაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ მისი ექსტრადირების მოთხოვნას

რას პასუხობს სააკაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ მისი ექსტრადირების მოთხოვნას

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არ ღირს სერიოზულად ყურადღების მიქცევა საქართველოს მთავარი პროკურატურის ბრალდებებზე, რომელმაც უკრაინის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შუამდგომლობით მიმართა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, საქართველო ამჟამად არ არის საუკეთესო ფორმაში და ფაქტობრივად, "გაზპრომის" კერძო აქციონერის მიერ კონტროლდება. "საქართველოს მართავს "გაზპრომის" მთავარი კერძო აქციონერი, რომელიც ამავდროულად, არის საქართველოს მთავრობის მაკონტროლებელი, იმის მიუხედავად, რომ ის ფორმალურად აღარ არის საქართველოს პრემიერმინისტრი", - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.

მისი თქმით, მას 20 დოლარის გახარჯვას ედავებიან პრეზიდენტისთვის ოთხი კოსტიუმისა და საპნის შეძენაზე. "ეს სიმართლეა და ეს არის ბრალდების ძირითადი პუნქტები", - აღნიშნა სააკაშვილმა. მანვე ხაზგასმით განაცხადა, რომ მისი საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი მთავრობა იყო და კორუფციის დონე 140-ე ადგილიდან მე-11-მდე შემცირდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა მოჰყვა. მისივე განცხადებით, არსებული ვითარება საქართველოში დროებითია და მომავალში ქვეყნის ბედი უმეტესად იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება უკრაინაში ვითარება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა