"მე და ბიძინა სხვადასხვა ევოლუციურ დონეზე ვართ," - მიხეილ სააკაშვილი

"მე და ბიძინა სხვადასხვა ევოლუციურ დონეზე ვართ," - მიხეილ სააკაშვილი

"ვერავის ტვინში ვერ ჩავიხედავ და მაგათი აზროვნება ჩემთვის გაუგებარია," - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანის" წამყვანს კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ვადამდელი არჩევნები.

ექსპრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ნეპოტიზმზეც საუბრობს და ამბობს, რომ დღევანდელი მმართველი ქვეყანას პირადი ნდობის მქონე პირებით მართავს.

"დღეს ყველაფერი პირად ერთგულებამდეა დაყვანილი, რომ დანიშნოს პირადი მებაღე, პირადი ექიმი, პირადი მცველი, ოჯახის წევრის შვილის ძმაკაცი, ეს არის ის, რაც ქართულ სახელმწიფოს მოუღებს ბოლოს," - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი მმართველობით ქვეყანა "საბოლოო გაბანძებამდე" მიიყვანა.

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამის პროგნოზირება მას უჭირს, რადგან ის და ივანიშვილი "სხვადასხვა ევოლუციურ დონეზე" დგანან.

"ევოლუციის თეორიიდან გამომდინარე, მე და ბიძინა ივანიშვილი ვდგავართ ევოლუციის სხვადასხვა საფეხურზე. საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ეს სუბიექტი," - ამბობს სააკაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი შეძლებს ისტორიულ მომენტში კონსოლიდაციას და საჭირო გადაწყვეტილების მიღებას.

ინტერვიუს ყველა საინტერესო დეტალი იხილეთ ტეგზე: მიხეილ სააკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა