ირაკლი ალასანია - ვემზადებით არჩევნებისთვის, რომ შევცვალოთ უუნარო ხელისუფლება არჩევნების გზით

ირაკლი ალასანია - ვემზადებით არჩევნებისთვის, რომ შევცვალოთ უუნარო ხელისუფლება არჩევნების გზით

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს ხვდებიან. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება საუბარი.

"ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ ვაპირებთ "თავისუფალი დემოკრატები" ამ გამოწვევის დაძლევას, როგორ ვემზადებით მომავალი არჩევნებისთვის, რომ შევცვალოთ ეს უუნარო ხელისუფლება არჩევნების გზით, 2016 წელს. ყველაფერზე იქნება კონკრეტული ხედვები", - განაცხადა ალასანიამ

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისადმი ურყევია ქართული საზოგადოების პოზიცია, რომ ეს ურთიერთობები უნდა განვითარდეს, მათ შორის, სამხედრო და უსაფრთოხების სფეროებში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა