როდემდე გასტანს თოვლი თბილისსა და საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

როდემდე გასტანს თოვლი თბილისსა და საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

დედაქალაქში მცირე თოვლი და ნისლი ხვალაც შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დღეს, დასავლეთ საქართველოში ზოგან ნალექია, მთაში თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოში - ქარია 10-15 მეტრი წამში და ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. თბილისში დღეს თოვლ-ჭყაპი და ნისლია. დედაქალაქში ამაღამ ნალექი შენარჩუნდება. მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი ხვალაც. ტემპერატურა დედაქალაქში დღეს ღამე 0 გრადუსი, ხვალ კი +3 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ამაღამ ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ხვალ გაძლიერდება ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში. ტემპერატურა ხვალ დასავლეთ საქართველოში +8 +13 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ხვალ +1 +6 გრადუსია მოსალოდნელი.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია