გოგონამ ავთანდილის ანდერძი გარეპა - კლასიკური ლიტერატურის შესწავლის ახალი მეთოდი

გოგონამ ავთანდილის ანდერძი გარეპა - კლასიკური ლიტერატურის შესწავლის ახალი მეთოდი

ინტერნეტსივრცე პოპულარობის სწრაფად მოპოვების საშუალებას იძლევა. ყოველდღიურად, სხვადასხვა კუთხით, უამრავი ადამიანი ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი, 17 წლის რუსთაველი თინეიჯერი ეკუნა ყანჩაველია, რომელიც ყურადღების ცენტრში იმით მოექცა, რომ "ვეფხისტყაოსანი" გარეპა. მისი ნამუშევარი ბევრს მოეწონა, ზოგმა კი მკაცრად გააკრიტიკა და გალანძღა კიდეც. ზოგადად კი, როგორც ეკუნა ამბობს, ასეთ რეაქციას და აჟიოტაჟს არ ელოდა.

ის აბიტურიენტია და ჯერ კონკრეტულად არ იცის, რა მიმართულებით გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას, თუმცა მუსიკა რომ ნამდვილად იზიდავს, ამას ადასტურებს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ და რატომ გადაწყვიტა "ვეფხისტყაოსნის" გარეპვა, ამბობს, რომ ლექსების სწავლა ცოტა უჭირს და ამიტომ გონებაში ასეთი იდეა მოუვიდა, სწორედ ლექსი გაერეპა. ჰოდა, ადგა და ცნობილი რეპკომპოზიციის მუსიკაზე, ავთანდლის ანდერძი ასე ''დაემუშავებინა''. დედა ქართული ენის პედაგოგია და მასვე ასწავლის. "ვეფხისტყაოსნის" გარეპვის იდეა კი მის გაკვეთილზე შესვლის წინ მოსვლია...

ლექსებს თავადაც წერს, ოღონდ, იუმორისტულს, მაგრამ როდესაც რეპის მიმართულებით უნდა რაიმეს გააკეთება, შეიძლება რეპმუსიკა ემინემსაც მოჰპაროს. "მოკლედ, ამხელა აჟიოტაჟს არ ველოდი, ვიდეო ჩემთვის, სულ სხვა კუთხით ჩავწერე და ხალხმა ის სხვაგვარად მიიღო. გამლანძღეს კიდეც, ეს სიწმინდე, "ვეფხისტყაოსანი" როგორ შეურაცხყავიო, არადა, უბრალოდ სხვა კუთხით შევთავაზე ხალხს. ვიდეოც, რაც ინტერნეტში ავტვირთე, ერთი კადრით გადავიღე".

ვისაც მისი ექსპერიმენტი მოეწონა, სთხოვს, რომ "ვეფხისტყაოსანი" მთლიანად, ეპიზოდებად დაჰყოს და რეპის სტილში წაიკითხოს, რასაც პასუხობს, რომ ეს შრომატევადი საქმეა...

ეკუნა გარეგნობით საკმაოდ ეფექტური გოგონაა და მისი ფოტოები სხვადასხვა საიტზე ქართველ ლამაზმანთა ფოტოებს შორის არის განთავსებული, რომელსაც უამრავი ადამიანი იწონებს [ნახეთ ფოტოგალერეა]. თუმცა მოდელობაზე არასდროს უფიქრია, მიაჩნია, რომ პოდიუმისთვის პუტკუნაა და თან, ეგ სფერო არც იზიდავს... ზოგადად, მხიარული და ძალიან პოზიტიურია. ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ძალიან ბევრი რამ აქვს სასწავლი, რისთვისაც ახლა ნელ-ნელა ემზადება.

ეკუნა ყანჩაველზე საკუთარი აზრის გამოთქმა ქართველ რეპერს, მასტერს, იგივე გიორგი პავლიაშვილს ვთხოვეთ:

- კარგი გოგოა, მისი ნამუშევარი ინტერნეტით ვნახე. რაც მთავარია, მხიარული და პოზიტიური ადამიანია.

- იცნობ?

- არა.

- მსგავსი იდეა არასდროს მოგსვლია?

- ლექსი რომ გამერეპა? ამ მიმართულებით არ მიფიქრია. მიმაჩნია, რომ რეპერმა მაინც თვითონ უნდა წეროს ტექსტიც, მუსიკაც და ამიტომ. თუმცა გართობისთვის შეიძლება.

- ბევრმა ეს გოგო მკაცრად გააკრიტიკა, "ვეფხისტყაოსანს" როგორ შეეხოო... შენ რას ფიქრობ, დასაძრახია მისი საქციელი?

- მან ისეთი ფორმით გააკეთა ეს, რომ რაიმე საძრახისს ვერ ვხედავ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია