სააკაშვილმა ღვთისმოსავობის დასამტკიცებლად იცრუა? - რა ტყუილში გამოიჭირეს ექსპრეზიდენტი

სააკაშვილმა ღვთისმოსავობის დასამტკიცებლად იცრუა? - რა ტყუილში გამოიჭირეს ექსპრეზიდენტი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" აღნიშნა, რომ იგი ფუნდამენტურად მორწმუნე ადამიანია და სჯერა, რომ ღმერთმა ბევრჯერ გადაარჩინა. გარდა ამისა, სააკაშვილმა ბავშვობა გაიხსენა და მოყვა, რომ მეშვიდე კლასში, ლურჯ მონასტერში სალოცავად მისული გამოაძევეს, რის გამოც, მთელი დღის გატარება პოლიციის შენობაში მოუხდა.

თუმცა, თუ დავეყრდნობით საიტ saunje.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციას, მასში ნათქვამია, რომ საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში, ლურჯ მონასტერში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი მედიცინის ისტორიის მუზეუმი. მონასტერში ღმრთისმსახურება მხოლოდ 1990 წელს აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა.

თუ გადავავლებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიას, მასში ნათქვამია, რომ სააკაშვილმა 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი "მეშვიდეკლასელობის" დროს მონასტერი არ ფუნქციონირებდა და ყოფილი პრეზიდენტი სამხერხაოში ან მედიცინის ისტორიის მუზეუმში თუ შევიდოდა სალოცავად.

უზუსტობა უყურადღებოდ არც დაკვირვებულ მკითხველს დარჩა. როგორც თბილისის ფორუმზე ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი წერს, სააკაშვილმა იცრუა, როდესაც მისი ღვთისმოსავობის დამამტკიცებელ არგუმენტად აღნიშნული ისტორია გაიხსენა.

"ბატონებო, ინტერვიუში სააკაშვილმა თავისი "ღვთისმოსაობის" დასამტკიცებლად ასეთი რა თქვა:

"ერთხელ ლურჯი მონასტრიდან გამოგვაძევეს და მთელი დღე მილიციაში ვიჯექი, მაშინ მეშვიდეკლასელი ვიყავი"

მინდა მორიდებით გამცნოთ, რომ ეს ამბავი სიცრუეა...

ახლა კი დასაბუთება:

-ლურჯი მონასტერის შესახებ ასეთი რამ წერია:

1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი მედიცინის ისტორიის მუზეუმი.

1990 წელს ღმრთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა", - წერს ფორუმელი.

იხილეთ სააკაშვილის ინტერვიუს მნიშვნელოვანი ეპიზოდები და გამოხმაურებები თეგზე: მიხეილ სააკაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია