"ერთი წელი მზესუმზირას ვყიდდი" - 11 წლის ბიჭუნას წერილი ბიძინა ივანიშვილს

"ერთი წელი მზესუმზირას ვყიდდი" - 11 წლის ბიჭუნას წერილი ბიძინა ივანიშვილს

11 წლის თორნიკე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს:

"მე ვარ თორნიკე მ. 11 წლის, მეექვსე კლასის მოსწავლე. ვსწავლობ 175 საჯარო სკოლაში. მაქვს დიდი გაჭირვება, უმამოდ ვიზრდები, დედაჩემი მძიმედ ავადაა, მას მხოლოდ ერთი ფილტვი აქვს და ცრემლიანი თვალებით ველი როდის გამოვა დედა ციხიდან. 4 წელია შუქიც კი არ გვაქვს. ბებია მზრდიდა, მას ორივე ფეხზე ტროპიკული წყლული აქვს. ბატონო ბიძინა, იმედია რამით დამეხმარებით, განსაკუთრებით მინდა ბებიას წამლებით დაეხმაროთ, ხოლო მე სწავლისთვის ძალიან მჭირდება მხოლოდ ნოუთბუქი, რათა სწავლა გავაგრძელო. მე ერთი წელი მზესუმზირას ვყიდდი და ამხელა ბებიის დახმარებით გავიზარდე. იქნებ გულთან მიიტანოთ ჩემი ამბავი ან პირადად მოხვიდეთ და ნახოთ ჩემი პირობები. წინასწარ გიხდით მადლობას. იმედია ამ ამბავს მხოლოდ თქვენ გაიგებთ", - წერს თორნიკე.

ბიჭუნას საკონტაქტო ნომერს განგებ არ ვაქვეყნებთ,

მისამართის გასაგებად შეგიძლიათ მოგვწეროთ "ამბები.გე"-ს "ფეისბუქის" გვერდზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია