მძღოლების საყურადღებოდ - "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

მძღოლების საყურადღებოდ - "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის

მთავრობის ინიციატივით "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები ხორციელდება. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას გზაზე და მიმდებარედ არსებული საგზაო პირობების ჩამონათვალის გაფართოება ხდება. კანონის მოქმედი რედაქციით, ასეთი პირობების გათვალისწინება ხდება მხოლოდ სიჩქარის შეცვლის დროს, ახალი რედაქციით კი, საგზაო პირობების გათვალისწინება ზოგადად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას უნდა განხორციელდეს.

კანონპროექტის თანახმად, საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და საავარიო შუქსიგნალიზაცია ჩართოს. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ.

პროექტით, კანონს ახალი ნორმა ემატება, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს, ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული მართვის უფლება ან დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია