თეა წულუკიანი - სააკაშვილის დანიშვნით საქართველოსა და რუსეთს შორის გარკვეული უხერხულობა შეიქმნა

თეა წულუკიანი - სააკაშვილის დანიშვნით საქართველოსა და რუსეთს შორის გარკვეული უხერხულობა შეიქმნა

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნამ ორ ქვეყანას შორის რაიმე ტიპის უხერხულობა არ შექმნას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის დანიშვნით საქართველოსა და რუსეთს შორის გარკვეული უხერხულობა შეიქმნა. "ეს უხერხულობა, რაც შეიქმნა საქართველოსა და ურაინას შორის, არის სამწუხარო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სასურველი ხელისუფალი აღარ იყო ქართველებისთვის და არაერთ საქმეზე არის ბრალდებული, სხვა ქვეყანაში არის მაღალჩინოსანი. ჩემი წინამორბედიც, როგორც ჩანს მის ცოდნა საჭიროდ მიიჩნია ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ. ეს მაგონებს ანდაზას - "ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო". ეს სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ამან არ შექმნას ორ ქვეყანას შორის რაიმე ტიპის უხერხულობა", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისი თქმით, თუ უკრაინის ხელისუფლება უარს განაცხადებს სააკაშვილის და ადეიშვილის ექსტრადირებაზე, ეს პასუხი უარად უნდა მივიღოთ და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. "ეს ორი რამის ერთობლიობაა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხია და ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი თემა უკვე, იმიტომ, რომ ეს აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც იქმნება უხერხულობა ორ ქვეყანას შორის. ეს უკვე პოლიტიკური ტიპის უხერხულობაა და ჩვენი ვალია ამის მინიმიზაცია გავაკეთოთ", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა