"მართლაც oh my god" - ოზურგეთის გამგებლის ახალი 43 000 ლარიანი მანქანა და მისი განმარტება

"მართლაც oh my god" - ოზურგეთის გამგებლის ახალი 43 000 ლარიანი მანქანა და მისი განმარტება

საზოგადოებას ჯერ კიდევ არ დავიწყებია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის "ტოიოტა პრადოს" სკანდალი. ქართველ მოსახლეობას ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანთა ძვირადღირებული ავტომობილები არ უკვირს, თუმცა ამჯერად ოზურგეთის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის მანქანამ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი გაოცა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აღნიშნული ავტომობილის ფოტო "ფეისბუქში" გამოაქვეყნა.

"ოზურგეთის გამგებლის ახალი მანქანა. მართლაც oh my god:)))", - დაწერა ნადირაშვილმა ფოტოს აღწერაში.

როგორც აღმოჩნდა, გამგებელმა ავტომობილი წინასაახალწოდ შეიძინა. ამ ამბის შესახებ ერთი თვის წინ "გურიანიუსიც" წერდა:

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ წინასაახალწლოდ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთეს და ძვირადღირებული მანქანები - 40 000 ლარიანი LEXUS GX 470 და 43 000 ლარიანი TOYOTA FJ CRUISER შეიძინეს. ახალი ავტომობილი ერგო, ასევე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროს ილია ლეჟავას - ღირებულებით 5 ათას 609 ლარი და 10 თეთრი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ეს საკითხი საკრებულოზეც გავიტანეთ - დამოუკიდებლად არაფერი გადაგვიწყვეტია. უფრო მეტს გეტყვით, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, მიხეილ გოგოტიშვილი ახალი ავტომანქანის შესყიდვასაც ითხოვდა...

ზემოაღნიშნული განპირობებული იქნა იმით, რომ ჩვენმა წინამორბედმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, გაასხვისა უკვე გაუქმებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ხუთი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი "ნივა" და ორი ერთეული დაბალი გამავლობის ავტომობილი, რომელთა არსებობაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ჩვენი ფუნქციების გახორციელების ხარისხს.

ჩვენი თვითმიზანი არ არის კომფორტული და ძვირადღირებული ავტომობილების პარკის ქონა, არამედ ის, რომ ჩვენს მოსახლეობას შევთავაზოთ უკეთესი და ხარისხიანი სერვისი. დროულად მოვახდინოთ რეაგირება და გადაადგილება მათი საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად.

ვინაიდან, მუნიციპალიტეტის გამგეობას ბალანსზე ერიცხებოდა მხოლოდ 2003 წელს გამოშვებული ავტომანქანა "მერსედეს ბენც 320", რომელიც, ფაქტობრივად, ამორტიზირებულია და მუნიციპალიტეტი, როგორც აღმასრულებელი ორგანო, მოკლებული იყო იმის შესაძლებლობას, რომ დროულად მოეხდინა რეაგირება და გადაადგილება საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად. აღნიშნული პრობლემის გამო, ხშირ შემთხვევაში, ხელი ეშლებოდა მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებას და ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაგეგმა მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ფარგლებში", - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

იხილეთ ბმული

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია