"არსად გადამეყარო თორემ მაგ თვალებს ამოგთხრი" - ალექსანდრე ლომაია მუქარის წერილს აქვეყნებს

"არსად გადამეყარო თორემ მაგ თვალებს ამოგთხრი" - ალექსანდრე ლომაია მუქარის წერილს აქვეყნებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ლომაია, საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე წერილს აქვეყნებს:

"მოკითხვა ვინმე "ნინოსგან" ჩემს ინბოქსში (სტილი დაცულია):

"ჩემი უბნის სკოლა რატო გაყიდე შე უნამუსო ადამიანო? 125-ე საჯარო სკოლა რატომ მიყიდე კახა ბენდუქიძეს? თანაც გროშებად გაყიდე მარტო ამის გამო ხარ შენ ციხეში ამოსალპობი შე არამზადა შენს გამო ჩეემს უბნანს და მოსახლეობას არ აქვს სკოლა იცოდე მაგრად მძულხარ და თბილისში არსად გადამეყარო თორემ მაგ თვალებს ამოგთხრი )))))))))))

როგორც ჩანს, იმ შენობაზეა საუბარი, სადაც თავის დროზე თავისუფალი უნივერსიტეტი დაფუძნდა და ახლა ნიუტონის სკოლაა განთავსებული. სამწუხაროდ, მე არ გამიყიდია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს. თან უნივერსიტეტი მანდ 2009 თუ 2010 წელს დაფუძნდა, მე კი მინისტრობა 2007-ში დავასრულე. ნეტავ კიდევ რამდენიმე შენობა ეყიდა კახა ბენდუქიძეს და კიდევ რამდენიმე კარგი საგანმანათლებლო კერა გაეკეთებინა. ასეთი "ნინოები" ნაკლები გვეყოლებოდა", - ნათქვამია განათლების ყოფილი მინისტრის სტატუსში.

წერილის ავტორის იდენტობის დაცვის მიზნით, მის გვარს არ ვაქვეყნებთ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია