მინდია ჯანელიძე - ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთს ნერვიულობის საფუძველი არ გააჩნია

მინდია ჯანელიძე - ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთს ნერვიულობის საფუძველი არ გააჩნია

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთს ზედმეტი ვნებათაღელვისა და ნერვიულობის საფუძველი არ გააჩნია. ასე უპასუხა ჯანელიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ ნატო გააგრძელებს საქართველოს ჩათრევას ალიანსში, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.

როგორც მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოში იგეგმება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელსაც არანაირი შეტევითი აგრესიული მიზნები არ აქვს.

"ეს არის მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისკენ მიმართული. მე მიკვირს, რატომ ანერვიულებს, ასე ვთქვათ, ჩვენს მეზობლებს ამ ცენტრის დაარსება და მისი ოპერირება არც ერთი მესამე მხარის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული არ არის", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად ცნობილია რუსეთის დამოკიდებულება ნატო-ს მიმართ, მაგრამ თავდაცვის მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მათ ზედმეტი ვნებათაღელვის საფუძველი არ გააჩნიათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. ამასთან, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

ოგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა