"ავერსი რაციონალმა" მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური მოაწყო

"ავერსი რაციონალმა" მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური მოაწყო

ქართული ფარმაცევტული წარმოება "ავერსი რაციონალი" 10 წლის ხდება. 2005 წლის მაისში პრეპარატ "გინილაკით" დაწყებული ფარმაცევტული საქმიანობა, დღეს 141 დასახელების პროდუქციის 236 პოზიციის წარმოებამდე გაიზარდა. "ავერსი რაციონალში" მიმდინარე ფარმაცევტული წარმოებისა და ლაბორატორიის პირადად ნახვის შესაძლებლობა დღეს ჟურნალისტებს მიეცათ. მედიატურის ფარგლებში, სტუმრებს მეგზურობა პირადად გაუწიეს "ავერსი რაციონალის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ.

ISO 9001 და GMP EU - საერთაშორისო დონის სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატები, უახლესი მოდელის აპარატურა, ხარისხის კონტროლი, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი - ეს "ავერსი რაციონალის" სავიზიტო ბარათია. ჟურნალისტებმა და სტუმრის სტატუსით მყოფმა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ რევაზ მიშველაძემ ყველა ის პროცედურა ნახეს, რასაც წამლები სააფთიაქო ქსელში მოხვედრამდე გადის, თუმცა იმ ზონაში მოხვედრა, სადაც აღნიშნული პროცედურა მიმდინარეობს სპეციალური ტანსაცმლის - ბახილების, ქუდისა და მოსაცმლის გარეშე შეუძლებელია.

"ავერსი რაციონალის" ლაბორატორია 2012 წელს გაიხსნა. ის საწარმოს მე-3 სართულზე, 750 მ2 ფართობაზეა განლაგებული, სადაც ფიზიკურ-ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური ანალიზები სრულდება. ლაბორატორია, ისევე როგორც წარმოება, უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარითაა აღჭურვილი.

"ავერსი რაციონალის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ აქ მედიკამენტების კონტროლი უმაღლეს ხარისხშია აყვანილი.

"ავერსი რაციონალის" შექმნაში მნიშვნელოვანი პრინციპი არის ის, რომ თავიდანვე მიღებული იქნა გადწყვეტილება, რომ ჩვენ აპარატურაზე არანაირი ეკონომია არ უნდა გაგვეკეთებინა. ყველაფერი უნდა გვეყიდა ისეთი, რაც იმ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესო იყო, იქნებოდა ეს მანქანა დანადგარები, აპარატურა, კედლები, იატაკი, ჭერი და ა.შ. მიხარია, რომ ამ მიდგომამ გაამართლა, ვინაიდან ჩვენ ვერ შევძლებდით ექიმების, პაციენტებისა და საზოგადოების დარწმუნებას ჩვენი პროდუქტის ხარისხში, პირველ რიგში, ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები. დღეს რაც ნახეთ, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ვერცერთი ფარმაცევტული ქარხანა და ლაბორატორია ვერ იტყვის, რომ მათ აქვთ უფრო მაღალი დონე, ვიდრე "ავერსი რაციონალს", ვინაიდან ჩვენი როგორც აპარატურა, ასევე თანამშრომლები არიან უმაღლეს დონეზე მოზადებულები და სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ "ავერსი რაციონალის" მიერ გამოშვებული პროდუქტი ხარისხიანია და მსოფლიოს ფარმაცევტული წარმოების არცერთი პროდუქტს არ ჩამოუვარდება", - განაცხადა პაატა კურტანიძემ.

მისივე თქმით, ლარის კურსის გაუფასურების მიუხედავად, "ავერსი რაციონალი" მედიკამენტებზე არსებული ფასების შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს.

"ვალუტის ინფლაცია და კურსის დაცემა გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველაფერზე, მითუმეტეს იმ საქონელზე, რომლის იმპორტირებაც ხდება. ჯერჯერობით შევძელით, რომ არ მომხდარიყო მედიკამენტების გაძვირება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაწილი ევროში შემოდის. გარდა ამისა, გვაქვს ჯერ კიდევ ძველი კურსით განბაჟებული ნაშთები", - განაცხადა პაატა კურტანიძემ.

"მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, თუმცა დღეს რაც აქ ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭრაბა" - ასე შეაფასა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ რევაზ მიშველაძემ "ავერსი რაციონალში" მიმდინარე სამუშაო პროცესი.

ფარმაცევტულ ქარხანაში ამჟამად 300-მდე თანამშრომელია დასაქმებული. მედიკამენტები ექსპორტზე 12 ქვეყანაში გადის და უახლოეს მომავალში ევროკავშირის ბაზარზეც ცდის ბედს. პაატა კურტანიძე აცხადებს, რომ ლატვიის ბაზრისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა. მედიატურის დასასრულს ჟუნალისტებმა "ავერსი რაციონალისგან" პირველადი დახმარების მედიკამენტები მიიღეს საჩუქრად.

ნათია რუხაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია