"ქურდული არ მესმის, ვისაც ეს არ მოსწონთ, ავიდნენ ქსნის ციხეზე და იქიდან გამოექანონ" - ზუმბას პასუხი კრიტიკოსებს

"ქურდული არ მესმის, ვისაც ეს არ მოსწონთ, ავიდნენ ქსნის ციხეზე და იქიდან გამოექანონ" - ზუმბას პასუხი კრიტიკოსებს

"ჩემთვის კარგი ბიჭობა სამშობლოს სიყვარული, სახელმწიფოებრივი აზროვნება და საქმეში პროფესიონალიზმია! ჰოდა, ვისაც ეს "კაი ბიჭობა" და ქურდული გაგება უყვარს, ასეთი ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა: არა ვარ "კაი ბიჭი", ქურდულიც არ მესმის, ვაჟას, შოთას და ილიას გაგების ვარ და თუ ვიღაცებს ეს არ მოსწონთ, ავიდნენ ქსნის ციხეზე (რაც ქვია ამ ციხეს იმედია ეცოდინებათ) და იქიდან გამოექანონ..."

ინტერნეტსივრცე ააფეთქა მუსიკოს ზაზა კორინთელის (ზუმბა) "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელიც მის სახლში მომხდარ არასასიამოვნო ამბავს - სავარაუდოდ, კრიმინალის მცდელობას ასახავდა, თუმცა ასევე ხელისუფლების მწვავე და საკმაოდ უცენზურო კრიტიკასაც შეიცავდა. მისმა პოსტმა ბევრი აღაშფოთა, რას პასუხობს მათ და ვის ემუქრება სოციალური ქსელიდან, ამას ჩვენი ინტერევიუდან შეიტყობთ:

- თავდაპირველად გეტყვით, რომ ამგვარი რამ ჩვენს კორპუსში, აქამდეც არაერთხელ მოხდა, მაგრამ ჩემს მეზობლებს ხმაური არ აუტეხვათ. მე კი ხმამაღლა ვთქვი, რადგან ამოვიდა ყელში. კონკრეტულად ჩემ შემთხვევას რაც შეეხება, დაახლოებით დღის სამ საათზე ძალიან დიდი ბრახუნის და მსხვრევის ხმა გავიგე, თავიდან არ მივაქციე ყურადღება, რადგან ვიფიქრე, ვიღაცას რემონტი აქვს და მუშებს რაღაც დაუვარდათ-მეთქი. მერე, რომ გავიხედე სახლიდან, ფანჯარა რომელიც სადარბაზოს და ჩემს აივანს ყოფს, ჩარჩოიანად იყო მოგლეჯილი, ორმაგი შუშა კი ჩატეხილი... უხეშად რომ ვთქვა, კარგად იყო ნაჩალიჩარი. გაითვალისწინეთ, ეს ხდება დღის სამ საათზე. ეტყობა, როდესაც მე კარი გავაღე და გავედი, გაიქცნენ.

- ანუ აპირებდნენ სახლის გაქურდვას?

- არ ვიცი, რას აპირებდნენ, ფაქტია, რომ ჩამოიღეს ის ფანჯარა , საიდანაც ჩემს სახლში შემოსვლა შეიძლება. გამიმართლა, რომ იმ დროს სახლში ვიყავი. მერე ვიღაცეებმა თქვეს, - ეგებ ქუჩიდან ნასროლი ქვა მოხვდაო, მაგრამ ეს არაა ნასროლის ქვის ბრალი. ფაქტია, რომ ეს მიზანმიმართულად არის გაკეთებული, მაგრამ ქურდობის მიზნით იყო, თუ ჩემს გამოსაწვევად, მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ასევე: "თქვენი კრიმინალი, უნიათო და უპასუხისმგებლო დედაც მოვ...ან!" - რა მოხდა ზუმბას სახლში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია