ვაზისუბანში სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ვაზისუბანში სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

თბილისში, ვაზისუბანში სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება რამდენიმე ადამიანმა მიიღო, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ