რა ქონებას ფლობს საქართველოს მთავარი პროკურორი

რა ქონებას ფლობს საქართველოს მთავარი პროკურორი

საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 10 ივლისს აქვს შევსებული.

მთავარი პროკურორის დეკლარაციის მიხედვით, 32 წლის ბადაშვილი ფლობს 48.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ნუცუბიძის მე-5 მიკრო რაიონში და 129.57 კვ.მ-ის ფართობის ბინას ბურძგლას ქუჩაზე, მშენებარე სახლში.

მამის, ნუგზარ ბადაშვილის მფლობელობაშია ავტოფარეხი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 28.40 კვ.მ-ია.

ასევე ნუგზარ ბადაშვილის სახელზეა არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, იმავე მისამართზე, რომლის ფართობი - 26.30 კვ.მია.

ნუგზარ ბადაშვილი ფლობს 1000.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ გლდანში (სასოფლო-სამეურნეო). ბინას თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 104.00 კვ.მ-ია. ამავე მისამართზე 9.25 კვ.მ-ის ფართობის სარდაფს, 30 კვ.მ-ის არასაცხოვრებელ ფართს.

ასევე, ნუგზარ ბადაშვილია არასაცხოვრებელი ფართის 35%-იანი წილის მფლობელი თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომელიც 108.00 კვ.მ-ია. თანამესაკუთრეები კი, ეკატერინე ფრანგულაშვილი და ქეთევან ბურჯანაძე არიან.

ნუგზარ ბადაშვილი ფლობს თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავტოფარეხს, რომელიც 30 კვ.მ-ია. ასევე, არასაცხოვრებელ ფართს, რომლის ფართობიც 6.96 კვ.მ-ია.

ის არის 143097.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთის (სასოფლო-სამეურნეო, სახნავი) მფლობელი საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში. მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში, რომლის ფართობიც 1080.00 კვ.მ-ია.

ნუგზარ ბადაშვილის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა Honda crv 199.

რაც შეეხება მთავარი პროკურორისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, შევსების მომენტში, გიორგი ბადაშვილის სახელზე,"საქართველოს ბანკში", სახელფასო ანგარშზე 4300.00 ლარი, ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი, 8000.00 ლარი იყო. "ბაზისბანკის" საკრედიტო ანგარიშზე კი, 2200.00 ლარი; "საქართველოს ბანკის" საკრედიტო ანგარიშზე კი, 7000.00 დოლარი.

რაც შეეხება ნუგზარ ბადაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, მის მიმდინარე ანგარიშზე "თი-ბი-სი ბანკში" 14890.00 ლარი იყო.

გიორგი ბადაშვილის დედის, დალილა გეგეჭკორის სახელფასო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" 1500.00 ლარი, "თი-ბი-სი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი, 1250.00 დოლარი იყო.

დის, ნინო ბადაშვილის სახელფასო ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" 2700.00 ლარი.

დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ბადაშვილს ნაღდი ფულის სახით 9000.00 ლარი, დალილა გეგეჭკორს კი, 2000.00 ლარი ჰქონდა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა