საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური აშენდება

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური აშენდება

სულ მალე საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური აშენდება, რომელსაც ”ქართლი” ერქმევა. 20 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა გორის რაიონში 2015 წელს დაიწყება. "ქართლი" პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს. მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია. "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ამჟამად, ბელგიურ კომპანია Tractebel engineering-თან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულებას აფორმებს. ამავდროულად ბელგიური მხარე პროექტს სამშენებლო ეტაპზე და ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას ამ დარგის სპეციალისტებიც ეხმაურებიან. ”საქართველოს პროგრესული ფორუმის” მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ ქარის ენერგიის გამოყენების მასშტაბები მსოფლიოში საკმაოდ დიდია და ამ მიმართულებას საქართველოც უნდა შეუერთდეს:

- ქარის ენერგიის გამოყენება მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 20-25 პროცენტით იზრდება. განსაკუთრებით დაწინაურებულია ამ მხრივ ჩინეთი. 2006 წლამდე ქარის ენერგიის ათვისებაში ლიდერი გერმანია იყო, რომელმაც 70 პროცენტით გაზარდა დადგმული სიმძლავრეების რაოდენობა. თუმცა შემდეგში მას მნიშვნელოვნად გაუსწრეს ჩინეთმა და აშშ-მა, რომლებმაც დიდი ინვესტიციები განახორციელეს ენერგეტიკის ამ სფეროში. ქარის ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელი კი არის დანია, რომელიც მისთვის საჭირო ენერგიის 38 პროცენტს სწორედ ქარის ენერგიის გამოყენებით აკმაყოფილებს. ასევეა პორტუგალიაც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია