უგულავას პატიმრობის ქრონიკა და "სელებრითი" სამეგობრო, რომლებმაც ყოფილი მერი ციხეშიც არ მიატოვეს

უგულავას პატიმრობის ქრონიკა და "სელებრითი" სამეგობრო, რომლებმაც ყოფილი მერი ციხეშიც არ მიატოვეს

დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2014 წლის ივლისში შეუფარდა.

ვიდრე წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც ყოფილი მერი ციხეშიც არ მიატოვეს, თვალი გადავავლოთ უგულავას პატიმრობის ქრონიკას:

თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას წარედგინა ბრალდება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისათვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გიგი უგულავა იმ პატიმართაგანია, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს გისოსებიდანაც აკეთებენ. ხმაურიანი განცხადებების გავრცელებისთვის დედაქალაქის ყოფილი მერი ეფექტურად იყენებდა და დღემდე იყენებს სოციალურ ქსელ Facebook-ს.

გარდა ამისა, უგულავამ ციხიდან ერთ-ერთ ტელეარხზე სატელევიზიო პროექტიც წამოიწყო. "პატიმარი #X", - ასე ქვია მოკლემეტრაჟიან სერიალს, რომელიც პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერის ციხეში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, ანიმაციურ ფორმატში მზადდება.

უგულავა პატიმრობაში ყოფნის პირველივე დღიდან გრძნობს მხარდაჭერას ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან. ცხადია, მის ყოველ სასამართლო პროცესს ესწრება მისი მეუღლე ლელა კილაძე. ამჯერად ჩვენ ყოფილი მერის იმ ცნობილი მეგობრების შესახებ მოგახსენებთ, რომლებიც მას სასამართლო დარბაზში ამხნევებენ და ხშირად ესწრებიან პროცესებს.

უგულავას სასამართლო პროცესზე ხშირად ნახავთ მომღერალ სტეფანეს, ისევე როგორც კახუჩელას. აღსანიშნავია, რომ კახუჩელამ 18 თებერვალს, როდესაც სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და უგულავა პატიმრობაში დატოვა, სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

უგულავას პროცესზე ხშირად ნახავთ ნანუკა ჟორჟოლიანსაც, რომელმაც თბილისის ყოფილ მერს პატივისცემის ნიშნად მთელი გადაცემაც კი მიუძღვნა. მართალია, გადაცემამ პათოსის გამო, მაყურებლის საკმაოდ დიდი ნაწილი გააღიზიანა, მაგრამ ჟორჟოლიანმა ამით დედაქალაქის ყოფილ ხელმძღვანელს მეგობრობა საჯაროდ დაუდასტურა...

ცნობილი ადამიანებიდან კიდევ ერთი, რომელსაც უგულავას მხარდასაჭერად ნახავთ, თიკო სადუნიშვილია და ასევე ნინა წკრიალაშვილი, რომელიც სასამართლოსთან, უგულავას მხარდასაჭერად გამართულ ერთ-ერთ აქციასაც ესწრებოდა.

დაბოლოს, პატიმარი მეგობრის გასამხნევებლად სასამართლო დარბაზში ხშირად იხილავთ გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის წყვილსაც, რომლებსაც უგულავასთან მეგობრობაზე ახლო ურთიერთობა აკავშირებს. როგორც ცნობილია, გიგი უგულავა მათი მეჯვარეა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს სამამართლომ პატიმარ უგულავას დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დედაქალაქის ყოფილი მერი კვლავ პატიმრობაში რჩება.

ადვოკატები უგულავას გათავისუფლებას 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. პროკურატურა კი მიუთითებდა, რომ უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ| რა ქონებას ფლობს გიგი უგულავას მეუღლე - ლელა კილაძის შემოსავლები და სკანდალები

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა