ნუკრი ქანთარია – თუ პუტინთან სხდებიან პოროშენკო, მერკელი, ოლანდი, მგონი მოვიდა დრო, ერთი-ერთზე საუბარი დაიწყოს

ნუკრი ქანთარია – თუ პუტინთან სხდებიან პოროშენკო, მერკელი, ოლანდი, მგონი მოვიდა დრო, ერთი-ერთზე საუბარი დაიწყოს

თუ ვლადიმერ პუტინთან სხდებიან პოროშენკო, მერკელი, ოლანდი და ევროპის სხვა ლიდერები, მგონი მოვიდა დრო იმისა, ერთი-ერთზე საუბარი დაიწყოს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

ქანთარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს არ ცვლის და ქვეყანამ დასავლეთისკენ რაც შეიძლება მყარად უნდა წაიწიოს წინ, მაგრამ მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყანა ივლის ფრთხილად, ისე რომ, არ დაზიანდეს.

"ლაპარაკით, დიპლომატიით უნდა მოხდეს ის, რომ ჩვენ ომის, მსხვერპლის გარეშე მოვახერხოთ და მივიდეთ იმ ოჯახში, რაც ღირებულია და ჩვენი არჩევანია. ევროპული არჩევანი არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც ჩვენი მოგონილი არ არის და ამისკენ ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იწევდა. ამას ვუახლოვდებით, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ უნდა გავიქცეთ და ავფეთქდეთ – ქვეყანას ვერ ავაფეთქებთ იმის გამო, რომ ეს თქვენ გინდათ", - განაცხადა ნუკრი ქანათარიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს, თუმცა საკითხის განხილვა პარლამენტში საგარეო პოლიტიკურ თემაზე დებატებით უკვე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა