"დაე, გაიმარჯვოს ძლიერმა და ეს ძლიერი ნამდვილად არ იქნება ლგბტ-არმიები!" - რას უწინასწარმეტყველებს ევროპას ცოტნე გამსახურდია

"დაე, გაიმარჯვოს ძლიერმა და ეს ძლიერი ნამდვილად არ იქნება ლგბტ-არმიები!" - რას უწინასწარმეტყველებს ევროპას ცოტნე გამსახურდია

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ევროპას, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, არცთუ ისე სახარბიელო მომავალს უწინასწარმეტყველებს.

"მიდი, ვოვა, ჰალალი და უსაყვედურო იყოს შენზე! დააბრუნეთ საბჭოთა ჯარი ბერლინში და ატლანტის ოკეანეში გარეცხეთ ჩექმები! ალბათ მაშინ შეიძლება გამოფხიზლდეს ბებერი მეძავი - ევროპა, და ტოლერანტულ პროსტრაციიდან და გაზულუქებული თვითკმაყოფილებიდან გამოსულმა მიხვდეს ცხოვრების პროზაულ რეალობას! ასეა, ისტორიულად განვითარება დაპირისპირებათა დიალექტიკური ერთობაა, კონკურენცია - პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. მერე უკვე გვიან იქნება წუწუნი ჯეველინებზე და რამოდენიმე მილიარდ დოლარზე, როცა ყველაფერს დაკარგავენ და აქ აბსოლუტურად ვიზიარებ ჯორჯ სოროსის მოსაზრებას. დაე, გაიმარჯვოს ძლიერმა და ეს ძლიერი ნამდვილად არ იქნება ევროპული ლგბტ-არმიები! "სიმართლე" ისედაც ყოველთვის ძალის მხარეს იყო, რაგინდ პოლიტკორექტულად ყოფილიყო შეფუთული!

რუსეთი ახლა მარიუპოლზე შეტევისთვის ემზადება. დასავლეთი ამ დროს დემოკრატიულად გულხელდაკრეფილა და ელოდება, როდის ჩამოხსნიან რუსებს ნიღაბს კიდევ ერთხელ... შეიარაღება არა, ტოლმა! და ზოგი აქ ამბობს, რომ ამათ იმედზე უნდა ვიყოთ???

ამას წინათ ლავროვისადმი ზურაბ აბაშიძის პასუხის კრიტიკა წავიკითხე, ეს როგორ თქვა, ნატოში ჯერ არ შევდივართო! ახლა ერთი კითხვა მაქვს თავგადაკლულ კლავიატურის "ქორებთან":

რუსეთმა რომ ხვალ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის საპასუხოდ მავთულხლართები გადმოწიოს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტოს, თქვენი აზრით, რას დაუპირისპირებენ?", - წერს გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამდენიმეთვიანი ტანჯვისთვის" - ახალგაზრდა ქალი ექიმის შეცდომაზე ვრცელ პოსტს წერს

დღის ფოტო : ჩირის "ფარდებით" მორთული სახლები სამეგრელოში

"ფატალურ შედეგს გადავრჩი... ვინ აგებს პასუხს და როდის?!" - რატომ შევიდა თბილისის ცნობილ რესტორანში სურსათის ეროვნული სააგენტო