საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ გადაცემა "რეაქციის" ეთერში, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ისაუბრა.
"არსებობს ანტიკრიზისული გეგმა და სანამ დროა, თავი უნდა დავანებოთ ამ უაზრო რიტორიკას, რომელიც დღესაც ძალიან ბევრი მოვისმინე პარლამენტში. თუ ვინმეს ამ ქვეყანაზე გული შეტკივა, რჩევა მოისმინონ და იმოქმედონ", - აღნიშნა ხაჩიძემ.
ხაჩიძემ გადაცემის წამყვანს შენიშვნით მიმართა და დასძინა, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი ტელეკომპანია "იმედსაც" დაეტყო, რადგან სტუდიაში წყალიც კი ვერ დაახვედრეს.
"ეს პრობლემა მარტო ჩვენ არ გვეხება, ეს ეხება მთელ ქვეყანას, მათ შორის თქვენც, სხვათა შორის, "იმედში" რომ მოვდიოდი, წყალი მაინც იდგა ხოლმე, ეტყობა ამ ლარის კურსის გამო წყალიც აღარ არის", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.