"სააკაშვილს ბრალი კიდევ დაუმძიმდება" - რა ინფორმაციას ფლობს ირმა ინაშვილი

"სააკაშვილს ბრალი კიდევ დაუმძიმდება" - რა ინფორმაციას ფლობს ირმა ინაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი კიდევ დაუმძიმდება, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

"სააკაშვილს, რომელსაც 4 ბრალი აქვს წაყენებული, კიდევ დაუმძიმდება ბრალი, მას სხვა ბრალსაც წაუყენებენ. მე ასე მგონია და ინფორმაციაც მაქვს, ეს უკავშირდება გახმაურებულ საქმეს", - განაცხადა ინაშვილმა და ფაქტების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.

ამასთან, ინაშვილმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა სისტემური დანაშაულის მამხილებელ კადრები გაასაჯაროვოს. მისი თქმით, ხელისუფლების ბრალია, დღეს საააკშვილი რომ გამოდის და ციხის კადრებზე ამბობს, თითქოს ეს ყველაფერი დადგმულია.

"ამაზე "ნაციონალური მოძრაობიდან" ბევრი ლაპარაკობს. ასეთი მოსაზრება რომ არსებობს, ხელისუფლებას და კონკრეტულად, შინაგან საქმეთა მინისტრს მინდა მივმართო - გააღეთ საცავები და არქივები და სამეგრელოში აღმოჩენილი კასრების კადრები გაასაჯაროვეთ", - მიმართა ინაშვილმა ხელისუფლებას.

მისივე თქმით, ის არა პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე, არამედ სისტემური დანაშაულის მამხილებელ მასალაზე საუბრობს, რომელიც მისივე განმარტებით, განადგურებული არ არის.

"მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ვნახეთ, როგორ აუპატიურებს ყავარჯნებზე დაყრდნობილი ინვალიდი, რომელსაც 30 ლარს უხდიდნენ ამ ერთ პროცედურაში, "სკოჩით" დაბმულ ადამიანს, პატიმარს. ეს კადრები გამოიტანეთ და გაასაჯაროვეთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ქართველი ხალხის მოთხოვნაა. ამასთან, ინაშვილის მტკიცებით, კადრებში დაფიქსირებული პირების სახის გადაფარვაა შესაძლებელი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ