რას გვირჩევენ ეკონომიკის ექპერტები ლარის გაუფასურების დროს?

რას გვირჩევენ ეკონომიკის ექპერტები ლარის გაუფასურების დროს?

რა "ძალა" აქვს ლარს , როგორია მისი მსყიდველობითი უნარი და რას ურჩევენ ეკონომისტები ამ ვითარებაში მომხმარებელს? - ამ საკითხებზე კომენტარი ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძეს ვთხოვეთ.

ლევან კალანდაძე: "ლარის მსყიდველობითი უნარი და მისი სიძლიერე მის კურსში გამოიხატება. კურსის მერყეობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მყარია ლარი. ლართან დაკავშირებული პრობლემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკაში გვაქვს პრობლემები. დღეს არსებული ლარის პრობლემა კი არის ლოგიკური ასახვა ქვეყნის ეკონომიკაში არსებული გარკვეული სირთულეებისა. დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი რჩევა არის დაგვიანებული. ყველა ქმედება და პრევენციული ქმედება მოსახლეობას მანამდე უნდა მიეღო, სანამ ლარი გაუფასურდებოდა, ანუ დაახლოებით ნოემბრის თვეში.

მოსახლეობის უმეტესობას შემოსავალი აქვს ლარში - ისევე როგორც ხელფასის სახით, ასევე შემწეობების, ან პენსიების სახით. შესაბამისად ლარის დევალვაცია, ანუ მისი მსყიდველუნარიანობის დაკარგვა იმ ტიპის ქვეყნებში როგორიც საქართველოა, რომლის სამომხმარებლო კალათის დაახლოებით 70 პროცენტი იმპორტირებულ პროდუქტზეა დამოკიდებული, რაიმე სახის რჩევა და პრევენციული ღონისძებების გატარება წარმოუდგენელია.

საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი და მათ დანაზოგები არ აქვთ. ეს ადამიანები პრაქტიკულად თვიდან თვემდე, ხელფასის ან პენსიის მოლოდინში არიან. ხელფასის ან პენსიის თუნდაც კონვერტირება მყარ ვალუტაში დღეისათვის მათთვის რეალურად არაფრის მომცემი არ იქნება. მათ კი ვისაც დიდი შემოსავალი და დანაზოგი აქვთ, ეს პრობლემა მათთვის მოხსნილია, რადგანაც დანაზოგი ძირითადად დოლარში აქვთ და შესაბამისად მათ დანაკარგი პრაქტიკულად არ აქვთ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დევალვაციის პროცესს თან ახლავს ყოველთვის ჯერ ნეგატიური მოლოდინი და შემდეგ უკვე რეალობაში განხორციელებული ნეგატიური პროცესი, ანუ ცხოვრების გაძვირება, ეს შეეხება პრაქტიკულად ყველას - მათაც ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ და მათაც ვისაც შემოსავალი დოლარში აქვთ.

აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სესხის დოლარში აღების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია საქართველოში, ლარის დევალვაციით გამოწვეული სიმძიმე კიდევ უფრო პრობლემურ სახეს მიიღებს. მაგალითისათვის რომ განვიხილოთ ადამიანი, რომელიც თვის განმავლობაში სასესხო მომსახურებისთვის იხდიდა 100 დოლარს და ეს ასი დოლარი შეადგენდა 176 ლარს, დღეს იგივე საბანკო ტრანზაქციის განხორციელებისთვის ამ ადამიანს სჭირდება უკვე 200 ლარზე მეტი.

ვითარების გამოსასწორებლად ჩვენი ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი უნდა გვქონდეს, რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ვხედავ. ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, ანუ რაღაც გარკვეული ინსტრუმენტები გამოიყენა. მეორე, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, რომელიც ასევე აქტიური უნდა იყოს, საერთოდ არაფერს არ აკეთებს. ერთიანი პოლიტიკა ქვეყანაში, რომელიც მიმართული იქნება ლარის გამყარებაზე, პრაქტიკულად არ არსებობს."

სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია