"მედია ლამპრობის" სათხილამურო ტურში "პალიტრა TV-ს" თანამშრომელმა ირაკლი გორდელაძემ გაიმარჯვა

"მედია ლამპრობის" სათხილამურო ტურში "პალიტრა TV-ს" თანამშრომელმა ირაკლი გორდელაძემ გაიმარჯვა

სვანეთში "მედია ლამპრობის" სათხილამურო ტურში "პალიტრა TV-სა" და რადიო "პალიტრის" თანამშრომელმა ირაკლი გორდელაძემ გაიმარჯვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი გორდელაძემ განუცხადა, სათხილამურო შეჯიბრი მედიის წარმომადგენლებს შორის ჰაწვალის სათხილამურო კურორტზე გაიმართა. მასში მედიის 50-მდე წარმომადგენლი მონაწილეობდა.

ვაჟებს შორის სათხილამურო შეჯიბრში პირველი ადგილი "პალიტრა TV-სა" და რადიო "პალიტრის" თანამშრომელმა მოიპოვა. II ადგილზე "ჯი დი ეს"-ის წარმომადგენელი კოტე გუნია, ხოლო მესამე ადგილზე რადიო "ფორტუნას" წარმომადგენელი დათუნა აბულაძე გავიდა.

გოგონებში I ადგილი "ჯი-დი-ეს"-ის წარმომადგენელმა ანა ხოსიტაშვილმა დაიკავა.

გამარჯვებულებს მაღაზია "მასტერსპორტის" ვაუჩერები, სიგელები და დიპლომები გადასცეს. მედია ტურნირის ორგანიზატორები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალი "ნიამორი" იყვნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია