შსს ლაგოდეხში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შსს ლაგოდეხში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შსს ლაგოდეხში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული თეიმურაზ ქ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ლაგოდეხის რაიონში, სოფელ აფენში ურთიერთშელაპარაკებისას 1955 წელს დაბადებული მერაბ კ. და 1979 წელს დაბადებული მიხეილ კ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თეიმურაზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ