სუპერმარკეტებში მორიგი გაძვირებისთვის ემზადებიან

სუპერმარკეტებში მორიგი გაძვირებისთვის ემზადებიან

სასურსათო მაღაზიების უმეტეს ნაწილში აცხადებენ, რომ პროდუქტზე არსებული ფასი ორშაბათამდე ვერ მიაღწევს. მიზეზად მაღაზიების მენეჯერები ლარის დევალვაციას ასახელებენ. მათი ინფორმაციით, დისტრიბუტორებს პროდუქტი გაზრდილი ღირებულებით შემოაქვთ, რის გამოც ვითარების კონტროლს უკვე ვერ ახერხებენ.

ცვლილება, პირველ როგში, იმპორტულ ნაწარმზე აისახება. ბოლო დრომდე ერთ-ერთი გამონაკლისი იყო მარცვლეული, რომლის ღირებულება მსოფლიო ბაზრებზეც მცირდება და მოვაჭრეები ფასის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ახერხებენ, თუმცა ბოლო ორ-სამ დღეში თითქმის ყველა დასახელების მარცვლეული დაახლოებით, 30-50 თეთრის ფარგლებში გაძვირდა.

სამომხმარებლო ბაზარს თუ გადავხედავთ, გარკვეული ცვლილება ნამდვილად იგრძნობა. იმპორტულთან ერთად, ცოტათი მოიმატა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასმაც. გამონაკლისია კარტოფილი, ხახვი, მწვანილი და ციტრუსი. გარკვეული ფაქტორიდან გამომდინარე, გაიაფდა ხორცი, თუმცა რძის პროდუქტები გაძვირდა, მათ შორის სოფლის რძე. ბოლო დრომდე 1 ლიტრი ყველა სავაჭრო ობიექტში 2 ლარად იყიდებოდა, ამ ეტაპზე კი 50 თეთრით გაძვირდა და 2,50 ლარი შეადგინა.

"რეზონანსის" მიერ გამოკითხულთა შორის ერთადერთი აღმოჩნდა სუპერმარკეტ "განთიადის" მფლობელი, რომელიც გაძვირებას ჯერჯერობით არ აპირებს. ინდმეწარმე ზოია ჩოხუას თქმით, რეალიზაცია იმდენად შემცირდა, რომ მცირე გაძვირებითაც შეიძლება მომხმარებელი საერთოდ დაკარგოს და მაღაზია დახურვის პირას აღმოჩნდეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია