რა ამორალურ საქციელში ადანაშაულებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძეს? - ამ თემას "იმედის კვირაში" "ქართული ოცნების" ყოფილი წევრს, მედეა ვასაძესა და დავით ბაციკაძეს შორის მცირე კამათი მოჰყვა. დაპირისპირებულმა მხარეებმა, მიუხედავად გადაცემის წამყვანების დაჟინებული თხოვნისა, საკითხის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. როგორც ბაციკაძემ აღნიშნა, იგი ამზადებს სარჩელს მედეა ვასაძის წინააღმდეგ პირადი ღირსებისა და პატივის შელახვისთვის.