მთავრობის ხარჯების შემცირებაში შესაძლოა, პრემიები მოხვდეს

მთავრობის ხარჯების შემცირებაში შესაძლოა, პრემიები მოხვდეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი ვარაუდობს, რომ მთავრობის ხარჯების შემცირებაში შესაძლოა, პრემიები მოხვდეს. როგორც დავით შავლიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა, ფინანსთა სამინისტრო ამ კუთხით რამდენიმე პროექტს ამზადებს.

"სამი ალტენატიული პროექტი იქნება. ამ პროექტებს განვიხილავთ. დაახლოებით იქნება ხარჯების 10-დან 12%-მდე შემცირება. თანამშრომელთა რიცხვი და ხელფასი არ შემცირდება. ალბათ ეს იქნება პრემიების ხარჯი, ეს არის სხვა დანახარჯები, როგორიც არის მაგალითად მანქანები და ა.შ.", -განაცხადა დავით შავლიაშვილმა.

ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა