სირიაში დაღუპული დავით სვიაკაურის მამა ამბობს, რომ შვილი ორი წელია, არ უნახავს

სირიაში დაღუპული დავით სვიაკაურის მამა ამბობს, რომ შვილი ორი წელია, არ უნახავს

სირიაში დაღუპული დავით სვიაკაურს ოჯახთან კონტაქტი ორი წლის განმავლობაში არ ჰქონია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მამამ, იოსებ სვიაკაურმა განუცხადა. მისივე თქმით, შვილი ჯერ თბილისში წავიდა, რის შემდეგაც თურქეთში გადავიდა სამუშაოდ. იოსებ სვიაკაური იხსენებს, რომ დავით სვიაკაურმა ბოლოს შარშან, მაისში სოციალურ ქსელებში გაავრცელა ფოტოები, რომლებიც სირიაში იყო გადაღებული.

სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს პანკისის ხეობის კიდევ ერთი მკვიდრი, სოფელ ხალაწანის მცხოვრები, 24 წლის დავით სვიაკაური გუშინ დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სირიაში პანკისის ხეობიდან წასული უკვე 11 ახალგაზრდაა დაღუპული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია