თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სარემონტო-პროფილაქტიკური და ახალი აბონენტების ქსელებზე მიერთების სამუშაოების გამო, ხვალ თბილისის 4 რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონში. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, რიონჰესის, ზედაზენის, ჯავის, იმერეთის და სააკაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონის ბოჭორმის და დოლაბაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს- ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის, ბუდაპეშტის, ჭილაძის და ძოწენიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, გროზნოს, თეთნულდის, პალიასტომის, კიკვიძის, ნორიოს, ქინქლაძის, მამრაძის, დონდუას, ცხრა ძმის და კაპანაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV მიკრორაიონების და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს. პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, აგლაძის, სამტრედიის, ბაღის, წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია