რატომ დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა

რატომ დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა  ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა

ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობენ, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა.

ქუცნაშვილი განმარტავს, რომ არ სურს ფრაქციის სხდომაში მონაწილეობის მიღებით კოლეგებს რაიმე უხერხულობა შეუქმნას და იმის გამო, რომ მათ გადაწყვეტილება თავისუფალ რეჟიმში შეძლონ, ფრაქციის სხდომას დროებით ტოვებს.

ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან თავადაც ჰქონდა სურვილი წარმოდგენილი ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ეს გარემოება ფრაქციის წევრებზე გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა.

ამ წუთებში პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციას საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდებიან და უზენაესი სასამართლოს კანდიდატის თემაზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა