"არ გამოვრიცხავ, რომელიმე მათგანი მკვლელობის თანამონაწილე იყოს" - ოთხი ახალი მოწმე კიწმარიშვილის საქმეში

"არ გამოვრიცხავ, რომელიმე მათგანი მკვლელობის თანამონაწილე იყოს" - ოთხი ახალი მოწმე კიწმარიშვილის საქმეში

ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმე კვლავ ბურუსით არის მოცული. როგორც გარდაცვლილის ძმა ამბობს, საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაც ოთხი მოწმის გამოჩენას გულისხმობს.“

ზურაბ კიწმარიშვილი, ეროსი კიწმარიშვილის ძმა: - ისინი ამ საქმეში ძალზე საინტერესო დროს და ადგილას ჩანან. არ ვამტკიცებთ, თუმცა, არც გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მათგანი იყოს დამნაშავე, მკვლელობის თანამონაწილე, ან ჰქონდეს ინფორმაცია, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს.

- როგორ გავიდა ახალ მოწმეებზე გამოძიება და რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ?

- გამოიკვეთა ოთხი პირი, რომელთაგან სამი დაკითხულია, ერთის კვალი ჯერ არ ჩანს... არის სხვა ინფორმაციაც, რომელიც ამ ხალხს უკავშირდება, ამიტომაც გახდნენ გამოძიებისთვის საინტერესო. მოხდა მათი იდენტიფიცირება, ყველაფრის თქმა არ შემიძლია... ისინი სხვადასხვა მიზეზით გამოჩნდნენ და ამას წინ რა უძღოდა, ვერ გეტყვით... მათ შორის არის პირი, რომელზეც გამოძიებას აქამდეც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, მის მიმართ ინტერესმა მოიმატა...

- რომელიმეს თუ იცნობდა თქვენი ძმა?

- არ გამოვრიცხავ, რომ ეროსის რომელიმესთან წარსულში ჰქონოდა კავშირი.

- შეგიძლიათ მიგვანიშნოთ, რა დროს და რა ადგილას გამოჩნდნენ ეს პირები?

- დაკონკრეტება არ შემიძლია, თუმცა, დაშიფრულად გეტყვით, რომ ისინი ძალიან საინტერესო დროს და ისეთ ადგილას იყვნენ, რომ გამოძიებას კითხვები გაუჩნდა...

- მათი მიმალვის საშიშროება თუ არსებობს?

- ვერ გეტყვით, რომ ასეთი საშიშროება არსებობს, მაგრამ ამ ოთხიდან ერთი ჯერაც არ უპოვიათ... ეს არ ეხება ტაქსის ეპიზოდს (შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებზე ადრე ორი პირი ტაქსით მივიდა და იმ ავტოფარეხში ჩავიდა, სადაც კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. სწორედ მათ უთხრეს იქ შეკრებილ ხალხს, რომ ეროსიმ თავი მოიკლა. - ავტ.), რომელიც ასევე ბუნდოვანია... ახლა ლაპარაკია ოთხ პირზე და არა ჯგუფზე.

- საქმის გადაკვალიფიცირება მოსალოდნელია?

- ჯერ არ დგას ასე საკითხი. არც იმის მტკიცება შეგვიძლია, რომ დამნაშავის კვალზე ვართ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ