ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ფარულ მოსმენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის იყენებდნენ

ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ფარულ მოსმენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის იყენებდნენ

"ჩვენც ვიყენებდით ამას პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მე დამიშვია. მე არ მიმიღია ამის გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვყოფილვარ ამის ნაწილი და ამისთვის ხელი არ შემიშლია, როგორც მინიმუმ. და ეს ამ ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაც არის."

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Forbes Georgia-სთან ინტერვიუში, იმ პერიოდზე ლაპარაკობს, როდესაც ის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. გვარამია მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წარმოებულ ფარულ მოსმენებზეც აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მას დაუშვია.

კითხვაზე, იყენებდა თუ არა წინა ხელისუფლება ფარულ მოსმენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად, - გვარამიამ უპასუხა: "ჩვენც ვიყენებდით ამას პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მე დამიშვია. მე არ მიმიღია ამის გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვყოფილვარ ამის ნაწილი და ამისთვის ხელი არ შემიშლია, როგორც მინიმუმ. და ეს ამ ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაც არის. ამ ხელისუფლებამ ხომ იცის, რომ წინა ხელისუფლების მთავარი პრობლემა ეს იყო? ზუსტად ამ რიტორიკით არ გაუშვეს ის ხელისუფლება? ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. მათ თვალწინ აქვთ კონკრეტული მაგალითი- ისტორიული კი არა, გუშინდელი დღის. ეს იყო უმძიმესი შეცდომა." მისი თქმით, მას შეეძლო ამ პროცესისითვის ხელის შეშლა.

"კი, შემეძლო. მგონია, რომ შემეძლო. ყოველ შემთხვევაში რაღაც კორექტივების შეტანა მაინც შემეძლო. იმის არგაკეთება მაინც შემეძლო, რაც მე თვითონ გამიკეთებია და არ იყო მთლად სწორი. მე არ ვამბობ, რომ ამით კანონს ვარღვევდი, არა! არც ერთხელ არ დამირღვევია კანონი, და ყველა ის მოსმენა, რომელიც გამოქვეყნდა, კანონიერად იყო მოპოვებული. მაგრამ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას.

იხილეთ გაგრძელება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა