გოგა ხაჩიძე "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომელშიც "ქართული ოცნების" ყოფილ წევრებს მიმართავს:
"ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მათ გავლენებს და თანამდებობებს საფრთხე დაემუქრა, გამოდგნენ სრულიად უცერემონიოდ და რომის პაპზე დიდი კათოლიკობა გადაწყვიტეს.
უი, რა დღეში ვყოფილვართ, ქვეყნის საგარეო კურსი საფრთხეშია, ეკონომიკა გაპარტახებულია, ქვეყანას რუსი ოლიგარქი ერთპიროვნულად მართავსო...
(ტაშიი...)
თითქოს, ეს ორი წელი ჩვენ ვიყავით იმ უაზრო კანონების მიღებაში მხარდამჭერები, ან ინიციატორები;
თითქოს, ჩვენ დავყვებოდით კუდის ქიცინით მამა-მარჩენალს და ჩვენ ვუკრავდით კვერს, როცა ხალხს უსინდისოდ აბოლებდა;
თითქოს, ჩვენ ვქმნიდით უუნარო მთავრობას და უუნარო საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას;
თითქოს, ჩვენ ვმონაწილეობდით იმ ზღვარგადასულ ცილისწამებაში, მათი პატრონისგან რომ უხვად მოედინებოდა;
თითქოს, ჩვენ გამოვიქეცით სამეგრელოდან კახეთში, ოპონენტებისთვის პატარა ბავშვის მკვლელობა რომ დაგვებრალებინა;
თითქოს, ჩვენ ვკითხულობდით ბოლო წლები ბეჯითად ქოცურ მორალს...
რამდენი ერთი ჩამოვთვალო?...
ჰოდა, დღეს გამოდგნენ და კიდევ აქეთ იკბინებიან, ისევ ჩვენზე ნაცვეთი კბილებით...
და პირადად მე რა...
ეს უნდა ვითმინო იმის გამო, რომ ესენი, იმ ზექოცის წინააღმდეგ ჩვენს მოკავშირეებად შეიძლება განიხილებოდნენ?!...
და ვინ ესენი?!...
ალასანია, ცაგარეიშვილი, ონოფრიშვილი, ფანჯიკიძე, ვიკადოლიძე, ბუკაპეტრიაშვილი, ჩიქოვანი და აბაშიძე?!....
ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, მთელი ამ პარტიიდან ვისთან რა მაქვს საერთო (ერთადერთი ქ-ნი ნინო გოგუაძე მახსენდება)...
თავისუფალი დემოკრატები!!!
საკუთარი თავები მართლა თავისუფლები და მართლა დემოკრატები ხომ არ გგონიათ?!
დიდი ხანია ბიძინას აღარ უკმევთ?!" - ნათქვამია სტატუსში.
წარმოდგენილია Fb.com-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტი