რამდენი ადამიანი აქირავებს საცხოვრებელ ფართს საქართველოში - უახლესი ოფიციალური მონაცემები

რამდენი ადამიანი აქირავებს საცხოვრებელ ფართს საქართველოში - უახლესი ოფიციალური მონაცემები

ბიუჯეტში გასულ წელს, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 28 429 697.7 ლარი შეადგინა. ამაში იგულისხმება საცხოვრებელი ან სხვა მიზნით ბინების გაქირავება.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს გადასახადების გადამხდელი ფიზიკური პირების რაოდენობამ მთელ საქართველოში 10 918 ადამიანი შეადგინა. ბიუჯეტში 2014 წელს შესული თანხა, 2013 წელთან შედარებით, თითქმის 4 მილიონით მეტია, გადამხდელთა რაოდენობა კი 700-ზე მეტით გაიზარდა. 2012 წელს, გადამხდელთა რაოდენობა მხოლოდ 8 747 ადამიანს შეადგენდა და შესაბამისად, ბიუჯეტში შესული თანხაც 14 მილიონი ლარი იყო. 2011 წელს კი გადამხდელთა რაოდენობა 10 302-ს, თანხა კი 15 მილიონზე მეტ ლარს შეადგენდა.

როგორც ცნობილია, საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობას ეკუთვნის. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის. "ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით ნაცვლად 20%-ისა. ეს არის მეორე სიახლე, რაც ჩვენ გვაქვს. ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლიდან გადასახადს არ იხდიდნენ, გადასახადის შემცირება კანონის ჩარჩოში მოსაქცევად დამატებითი მოტივაცია იქნება.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ვერ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლიდან გადასახადს არ იხდიდნენ, მცირეა. მისი თქმით, ფიზიკური პირები რეგისტრირებული არიან გადასახადის გადამხდელად და იხდიდნენ მიღებული შემოსავლის 20%-ს. მთავრობის ინიციატივით კი, ეს გადასახადი 5%-მდე შემცირდება.

"ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი ნაცვლად 20%-ისა დაიბეგრება 5%-იანი განაკვეთით, ეს შემსუბუქებაა ფიზიკური პირების საგადასახადო ტვირთით, ხოლო მეორეს მხრივ უფრო მიმზიდველს ხდის სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზარს. ფიზიკური პირები რეგისტრირებულები იყვნენ გადასახადის გადამხდელად და იხდიდნენ მიღებული შემოსავლის 20%-ს. ეს გადასახადი, როგორც უკვე აღვნიშნე 5%-მდე შემცირდება. მათთვის კი, ვინც ამ გადასახადს არ იხდიდნენ, დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ მოექცნენ კანონის ჩარჩოებში", - განაცხადა ხუციშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია