შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელებისთვის დეკლარირების პროცედურა გაამარტივა

შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელებისთვის დეკლარირების პროცედურა გაამარტივა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელებს მომსახურების ახალ ფორმას სთავაზობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე, წინასწარი დეკლარირების მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დოკუმენტების ფიზიკური მიტანის ალტერნატივად, შესაძლებელია დოკუმენტების ჩაბარება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრში, კერძოდ, თბილისი, კოსტავას 68ა (საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის გვერდით), სადაც გეზ-ის მომსახურების სამმართველოს ოფიცრები განახორციელებენ საქონლის წინასწარი დეკლარირებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურებს. სერვისცენტრი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00 - საათიდან 18.00 - საათამდე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია