რა ქონებას ფლობს საქართველოს სახალხო დამცველი

რა ქონებას ფლობს საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 9 თებერვალს აქვს შევსებული. დოკუმენტის მიხედვით, ომბუდსმენი თბილისში 32.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ფლობს. ხოლო ბორჯომში 130.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლი და 300.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს. ნანუაშვილის საკუთრებაშია, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 17.00კვ.მ ფართობის ავტოფარეხიც.

ომბუდსმენის მეუღლის, ირმა მამასახლისის 9 თებერვალს შევსებული დეკლარაციით კი ირკვევა, რომ ის თბილისში 2 ბინას ფლობს - ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 33.00 კვ.მ ფართობის ბინასა და მშენებარე 120.00 კვ. მ ფართობის ბინას პოლიტკოვსკაიას 18ბ-ში.

უჩა ნანუაშვილს "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 5 550.38 ევრო აქვს, სახელფასო ანგარიშზე კი 4 245.35 ლარი. მის საკრედიტო ბარათზე ირიცხება 990.00 ლარი და 1 000.93 დოლარი.

ნანუაშვილს საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობისთვის, წინა წელს ხელფასის სახით მიღებული აქვს 89 670.46 ლარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა