"მარგიშვილი მერიაში კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი იყო" - მწიფდება თუ არა ახალი სკანდალი მერიაში

"მარგიშვილი მერიაში კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი იყო" - მწიფდება თუ არა ახალი სკანდალი მერიაში

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის ვიცე მერის თანამდებობიდან სავარაუდოდ გათავისუფლებულია.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ ალექსანდრე მარგიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, მარგიშვილი რამდენადაც მისთვის არის ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. აბესაძე აცხადებს, რომ მარგიშვილი დაკავებული თანამდებობისათვის შეუფერებელი იყო და სამარცხვინო იყო, რომ ვიცე მერის თანამდებობას იკავებდა.

სევდია უგრეხელიძის შეფასებით კი, "მარგიშვილი მერიაში კორუფციის მამამთავარია" და ჯოკია ბოდოკიას საქმე ამ თვალსაზრისით მხოლოდ პირველი მერცხალია.

სევდია უგრეხელიძის განმარტებით, "კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი" თბილისის მერიაში მარგიშვილი იყო. მისივე თქმით, მარგიშვილს უკავშირდება უკანონო გათავისუფლებები მერიაში და ასევე გამონათქვამები ფეისბუქის გვერდზე.

თბილისის მერის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი და გიორგი ხელაია მერიაში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.

მარგიშვილმა და ხელაიამ მათი გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი და გიორგი ხელაია თანამდებობიდან გადადგნენ. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური არ ადასტურებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა