"როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ" - რომან გოცირიძე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე

"როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ" - რომან გოცირიძე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, ქვეყანაში შექმნილი ფინანსური კრიზისის შესახებ წერს. მისი თქმით, ახლა მთავარი მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებაა.

გთავაზობთ გოცირიძის სტატუსს:

"დღეს უკვე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი მსოფლიოში. დავძლევთ როგორმე.

მთავარია მთავრობამ, იმ შეცდომებს, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა, არ დაუმატოს კიდევ უფრო მეტი და არ დაუდოს საფუძველი ეკონომიკის ნგრევას. ნურავინ შეეწინააღმდეგება ფასების საბაზრო წარმოქმნას და პოლიტიკური მიტივით გაზზე, ელექტროენერგიაზე და სხვა საქონელზე რეგულირებადი ფასების ზრდის შეჩერებას. ეს იქნება მხოლოდ დროებითი, შეკუმშული ზამბარის ეფექტის მქონე, რომელიც მძიმედ დაარტყამს უკუვარდნისას მთელს ქვეყანას და განსაკუთრებით ხელისუფლებას.

უნდა შეწყდეს დემაგოგიური და არაკომპეტენტური დაპირებები წამლებისა და სხვა საქონლის სუბსიდირების შესახებ. ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს. მისი მცდელობა ამ ბაზარსაც მოშლის და შედეგიც ნულის ტოლი იქნება.  მთავრობამ უნდა მიხედოს ყველაზე დაუცველ ადამიანებს! ახლა მთავარია მაკროეკონომიკური გარემოს გაჯანსაღება. ყოველი მცდელობა რეიტინგის შენარჩუნების კონტექსტში ქმედებისა, იმ რეიტინგსაც ნულამდე დასცემს და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც.

შეკვეცა ჩინოვნიკების რაოდენობასა და ხელფასებს არ შეეხებაო! ნურას უკაცრავად! როგორც მოიყვანეთ მეგობრები, ნათესავები, პარტიული მხარდამჭერები, გაუშვით ისევე. თუ არა, მათთან ერთად გაგიშვებთ ხალხი", - წერს რომან გოცირიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია