თბილისის სავალუტო ჯიხურების ნაწილში დოლარის გაყიდვა შეჩერდა

თბილისის სავალუტო ჯიხურების ნაწილში დოლარის გაყიდვა შეჩერდა

თბილისში სავალუტო ჯიხურების ნაწილმა დოლარის გაყიდვა შეაჩერა. "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტს სავალუტო ჯიხურების ნაწილში განუცხადეს, რომ დოლარი არ აქვთ, ნაწილში კი ამბობენ, რომ დოლარის გაყიდვა დროებით შეაჩერეს.

აშშ დოლარის ოფიციალური კურსი დღეს 2.26 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დაადგინა - 2.2619 ლარი.

ამასთან, დოლარის ფასი ჯიხურებში 2.30-დან 2.38 ლარამდე მერყეობს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა