ლარის კრიზისს პურის გაძვირება "დააგვირგვინებს"? - "ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა"

ლარის კრიზისს პურის გაძვირება "დააგვირგვინებს"? - "ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა"

ბოლო თვეებში საქართველოში ცხოვრება აშკარად გაძვირდა. მართალია, მთავრობა გვპირდება, რომ ქამრებს შემოიჭერს და ყველაფერს გამოასწორებს, მაგრამ ეს ოდნავაც ვერ ამცირებს იმ ზარალს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ლარის გაუფასურებამ და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირებამ მოუტანა. თებერვლის დასაწყისიდან, ქართულ ბაზარზე ერთი ტომარა ფქვილის ფასმა საშუალოდ, 2-3 ლარით მოიმატა, რის გამოც ზოგიერთ საცხობში პური 5-10 თეთრით გააძვირეს, ხოლო ხალხში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქარხნული პურის ფასმაც მოიმატოს.

ხომ არ მოჰყვება ფქვილის გაძვირებას ყველა ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის - პურის გაძვირება? - ამ შეკითხვით Bpn.ge-მ პურის ქარხნისა და მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელებს მიმართა.

როგორც მეოთხე პურის ქარხნის დირექტორმა, მალხაზ დოლიძემ გვითხრა, სერიოზული პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე პურის ფასის მომატებას არ აპირებენ. "არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ბოლო ხანებში ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ძალიან შემცირებულია. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, პურზე არსებული ფასის შეცვლას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ. საბედნიეროდ, გაზი არ გაგვიძვირეს, არც ფქვილის ფასია ჯერ ისე მაღალი, რომ ფასები შევცვალოთ. მაგრამ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, პურის ფასიც მოიმატებს. პურს მარტო ფქვილი ხომ არ სჭირდება? - ჩვენი წარმოება ენერგომატარებლების გარეშე ვერ იმუშავებს, ტრანსპორტი და დამხმარე მასალებია საჭირო, ხელფასები გვაქვს გასაცემი, მარილითა და ცხიმით დაწყებული, ყველაფერი გაძვირებულია, საფუარის ფასმაც კი მოიმატა - რა თქმა უნდა, ეს პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის. თუ ადრე ერთ ტომარა ფქვილს 37 ლარად ვყიდულობდით, ახლა მასში 40 ლარს ვიხდით. ყველაფერი ძვირდება და ეს ჩვენს საქმიანობაზეც უარყოფითად აისახება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ ვაპირებთ პურის ფასის შეცვლას, როგორც ვიცი, გაძვირებას "იფქლიც" არ გეგმავს, რადგან პური მაინც პირველადი მოხმარების პროდუქტია და ამას ვითვალისწინებთ. ახლო მომავალზე კი ვერაფერს ვიტყვი", - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მისივე თქმით, ზოგიერთმა მეპურემ თავისი პროდუქცია უკვე გააძვირა, თუმცა მსხვილი საწარმოები მაქსიმალურად ცდილობენ არსებული ფასების შენარჩუნებას. "პური 10 თეთრით რომ გაძვირდება, მერე 10 თეთრს დისტრიბუცია მოუმატებს, 10-ს - მაღაზია და ასე გაგრძელდება. ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა. ამიტომ ვცდილობთ, სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედოთ. ურთულეს დროში ვმუშაობდით, როცა მეწარმეებს ძალით აკოტრებდნენ, როცა ერთი ტომარა ფქვილი 60 ლარი ღირდა, იმდროინდელი ვალები დღესაც მოგვდევს", - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია