"NOლარ ხადური" - დღეს ლარის კურსთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია გაიმართა

"NOლარ ხადური" - დღეს ლარის კურსთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია გაიმართა

სასტუმრო "თბილისი მერიოტთან", "თავისუფალი ზონისა" და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა ლარის კურსთან დაკავშირებული და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები გააპროტესტეს. ისინი სასტუმროს ცენტრალურ შესასვლელთან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ელოდებოდნენ, რომლებიც ბიზნესმენებთან შეხვედრას მართავენ. აქციის მონაწილეებმა სპეციალური კორიდორიც გააკეთეს, თუმცა მინისტრები სასტუროში სხვა შესასვლელიდან შევიდნენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ქვეყანაში შექმნილია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ლარის კურსი უფრო და უფრო ეცემა და ამაზე პასუხისმგებლობა, მათი განცხადებით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ასევე მთელ მთავრობას ეკისრება. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ეკონომიკის გუნდისა და მთელი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. მათ ასევე მოტანილი ჰქონდათ ტრანსფარანტები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია