"ბიბლუსი გალერეაში" დღეს, პროექტ ლიბერთინსის პრეზენტაცია გაიმართება

"ბიბლუსი გალერეაში" დღეს, პროექტ ლიბერთინსის პრეზენტაცია გაიმართება

"ბიბლუსი გალერეაში" დღეს, პროექტ ლიბერთინსის პრეზენტაცია გაიმართება. "გამომცემლობა "პალიტრა L"-მა აქტიურად დაიწყო თანამედროვე ლიტერატურის გამოცემა თინეიჯერებისთვის. "იმისათვის, რომ სწორად შეირჩეს წიგნები, რომლებიც ძალიან მოეწონებათ და დააინტერესებთ ბავშვებს, "პალიტრა" L თავად არჩევინებს მათ სასურველ ლიტერატურას", - აცხადებენ გამომცემლობა "პალიტრა L"-ში.

მათივე ცნობით, Liberteens-ის წევრები არიან წიგნის მოყვარული, ენერგიული, მოტივირებული და უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისურის კარგი მცოდნე ბავშვები, რომლებიც გამომცემლობას აწვდიან ინფორმაციას მათთვის საყვარელი უცხოენოვანი წიგნების შესახებ, წერენ რეცენზიებს, რეკომენდაციებს წიგნთან დაკავშირებით და აძლევენ გამომცემლობას რჩევას გამოიცეს თუ არა ესა თუ ის წიგნი ქართულად.

გარდა ამისა, გამომცემლობა თვითონაც აქტიურად არჩევს მსოფლიოში აღიარებულ ბესტსელერებს და რეკომენდაციისათვის აწვდის პროექტში მონაწილეებს.

"სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეირჩა და გამოიცა ორი მსოფლიო ბესტსელერი- ჯეიმს დაშნერის ,,ლაბირინთში მორბენალი" და გეილ ფორმანის ,,თუ დავრჩები", რომლებმაც ქსელში გასვლის დღესვე დააყენეს რიგები წიგნის მაღაზიებთან და მალევე იქცნენ ქართულ ბესტსელერებადაც. შემდეგი წიგნი, რომელიც მარტის დასაწყისში ამ პროექტის სლოგანის ,,შენი თაობის არჩევანი" ქვეშ გამოვა, მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული სერია - ინგლისელი მწერლის ჰოლი სმეილის ,,გიკი გოგონაა". შემდეგ კი ,,ლაბირინთში მორბენლის" მეორე ნაწილი ,,ცეცხლით გამოცდა" გამოვა.

პრეზენტაციაზე გამოვლინდებიან Liberteens-ის ახალი წევრები და გათამაშდება ჰოლი სმეილის ,,გიკი გოგოს" პირველი რამდენიმე ეგზემპლარი.

"გამომცემლობა პალიტრა L" Liberteens-ის თინეიჯერ წევრებთან ერთად კიდევ ბევრ სიახლეს და საინტერესო პროექტს ჰპირდება მკითხველს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია