მოქალაქეებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ, "საქართველოს ბანკი" ახალ პირობებს სთავაზობს

მოქალაქეებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ, "საქართველოს ბანკი" ახალ პირობებს სთავაზობს

"საქართველოს ბანკი" მომხმარებელ ფიზიკურ პირებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხი აშშ დოლარში აქვს აღებული, ახალ პირობებს სთავაზობს.

როგორც პრესკონფერენციაზე "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა, პირებს, რომლებსაც, ზემოჩამოთვლილი პირობების გარდა, აქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, შეუძლიათ, მიმართონ ბანკს, რომელიც ავტომატურად გაუგრძელებს სესხის ვადას. ეს, გილაურის თქმით, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ლარში ყოველთვიურად გადაიხადონ იგივე თანხა, რასაც დევალვაციამდე იხდიდა. ამასთან, მომხმარებელს შეუნარჩუნდება არსებული საპროცენტო განაკვეთი.

როგორც გილაურმა განაცხადა, "საქართველოს ბანკმა" აღნიშული გადაწყვეტილება მიიღო მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით.

მისივე თქმით, კაპიტალის მდგომარეობა და გრძელვადიან რესურსებზე წვდომა საშუალებას აძლევს ბანკს, შესთავაზოს მომხმარებელს აღნიშნული წინადადება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია