რისთვის დააჯილდოვა ღარიბაშვილმა წულუკიანი 10 000 ლარით

რისთვის დააჯილდოვა ღარიბაშვილმა წულუკიანი 10 000 ლარით

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მიერ გასული წლის განმავლობაში აღებულ პრემიასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი" თემის კომენტირებისთვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ "ივნისისა და ივლისის თვეში, ევროპული ინტეგრაციის გზაზე გაწეული სამუშაოსთვის, პრემიერ-მინისტრმა ორჯერ გასცა იუსტიციის მინისტრზე პრემია 5000 ლარის ოდენობით, რაც არის მინისტრის ხელფასი".

"ეს იყო პრემიერის გადაწყვეტილება. მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს რიგითი თანამშრომლები, გაწეული სამუშაოსდა მიხედვით, პრემიებს იღებდნენ მკაცრად დადგენილი წესით, რომელიც განსაზღვრა მთავრობამ", – აცხადებენ სამინისტროში.

IDFI-ის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი შემოსავალი 2014 წელს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აქვს მიღებული.

მეტი ინფორმაციისთვის| IDFI: ყველაზე მაღალი შემოსავალი 2014 წელს თეა წულუკიანს აქვს მიღებული - მინისტრებისა და მათი მოადგილეების შემოსავლები

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა