ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ეკონომიკის სამინისტროსთან სოციალურად დაუცველების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი დროებით საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ.